მას შემდეგ რაც ბებია ბარბარე გარდაიცვალა გავიდა 25 წელი. მიტოვებული სახლიდან ხშირად გამოდიოდა ჩუმი ტირილის ხმა და ხანდახან საშინელი ღრიალის ხმები. 25 წლის თავზე ერთ მშვენიერ გაზაფხულზე მოხდა სასწაული, ეზოში ყველა ყვავილმა და ხეებმა დაიწყო გაფოთვლა და ამოვიდა ახალი ყვავილები, მთელი სამეზობლო შოკში იყო ყველას გვიკვირდა რატომ ხდებოდა ეს სასწაული, ამდენი ხნის უსიცოცხლო ხეებმა ასე უბრალოდ როგორ მოახერხა ეს. არ გასულა დიდი ხანი და გაზაფხული თითქმის მთავრდებოდა რომ ამ დროს სოფელში გამოჩნდა ორი ახალგაზრდა, 25 წლის გოგო და 30 წლის ბიჭი რომლებიც იყვნენ ახალი დაქორწინებულები და ეძებდნენ ბებია ბარბარეს სახლს. როგორც შემდეგ გაირკვა გოგო ბებია ბარბარეს ყველაზე უმცროსი შვილიშვილი იყო, გოგონა ძალიან გავდა ბებიას ახალგაზრდობისას თითქოს მისი ასლი იყო. სახლის სანახავად რამოდენიმე მეზობელი თან გავყევით და მივაცილეთ მიტოვებულ სახლამდე. როგორც კი ეზოში ფეხი ჩაადგეს უცნაური რამ მოხდა, საოცარი და სასიამოვნო თბილი ნიავი ამოვარდა, ხეებმა და ყვავილებმა უცნაურად დაიწყეს შრიალი და ერთი წუთი ასე გაგრძელდა, თითქოს იქაურობას ამ გოგოს დანახვა ძალიან გაუხარდათო და შრიალით შეეგებეს ახალგაზრდებს, სახლმაც კი უცნაურად დაიწყო ჭრიალი, ისევ იგრძნობოდა სასიამოვნო სითბო და სიმსუბუქე, გოგოც უცნაურად მოიქცა ყველა ხესთან და ყვავილებთან სათითაოდ მიდიოდა და ესალმებოდა, ხელს ნაზად უსვამდა ეფერებოდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა უცნაურ ენაზე.
  • საშიში ისტორია
  • JoinedJanuary 3, 2019


Following


Stories by პარკ ჯიმინ
საშიში ისტორია by user58445173
საშიში ისტორია
არ ვიცი რამდენათ საშიში იქნება მაგრამ შევეცდები რომ ეგეთი იყოს <3
ranking #13 in საშიში See all rankings
ჰარი პოტერი <3 by user58445173
ჰარი პოტერი <3
ranking #14 in ჰარიპოტერი See all rankings