unreal_0

ძალიან ცუდად ვარ ხოლმე და აქ ვპოსტავ, ესაა ჩემი წესი.
          	ჰოდა, ვიტანჯები, აღარ შემიძლია!

daeyan_

@unreal_0 ძალიან მინდა დაგეხმარო ხოლმე, მაგრამ მოწერას ვერ ვბედავ...ძველი პოსტია, მაგრამ მგონი ხშირად წერ მსგავს რაღაცებს. უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა. შეგიძლია უბრალოდ მომიყვე რაც გაწუხებს, რადგან არასოდეს მომბეზრდება შენი მოსმენა. <3
Reply

unreal_0

ძალიან ცუდად ვარ ხოლმე და აქ ვპოსტავ, ესაა ჩემი წესი.
          ჰოდა, ვიტანჯები, აღარ შემიძლია!

daeyan_

@unreal_0 ძალიან მინდა დაგეხმარო ხოლმე, მაგრამ მოწერას ვერ ვბედავ...ძველი პოსტია, მაგრამ მგონი ხშირად წერ მსგავს რაღაცებს. უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა. შეგიძლია უბრალოდ მომიყვე რაც გაწუხებს, რადგან არასოდეს მომბეზრდება შენი მოსმენა. <3
Reply

hangshoo

ალბათ ვინმე ჭკუათმყოფელი კიდევ იკითხავს შეიძლება თუ არა ვინმე შენთვის ძვირფასი გახდეს ერთ დღეში, მე კი აუციელბლად ვიპოვი მას და მოვუყვები ისტორიას ჩემზე და შენზე, ადამიანებზე, რომელებიც ორი განსხვავებული სამყაროდან ერთმანეთი ვიპოვეთ .აუცილებლად ვეტყვი, რომ შენ მაშინ გამოჩნდი როდესაც მე ყველაზე მეტად მჭირდებოდი და ვეტყვი იმასაც , რომ მე მაშინ გამოვჩნდი როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდი. ერთი წლის უკან მირაჟს და ლამაზ ოცნებას გავდი, დღეს კი ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. არა , ვიტყუები , გაცნობის დღიდან შენ ჩემთვის ყველაზე ყველაზე უცნაურად ახლო მეგობარი გახდი და მაშინ მივხდი,რომ სამყაროში რაციონალურობის გარდა არსებობს კიდევ რაღაც ძალა, რომელიც ადამიანებს უმიზეზოდ ძლიერი და აუხნელი ძაფებით აკავშირებს. მადლობა, რომ 5 ნოემბერს მაშინ როდესაც მე ორი წლის ვიყავი შენ სადღაც ჩემგან შორს გაჩნდი. როდესაც პირველად გელაპარაკე , მაშინ ვიფიქრე რომ მთელი გულით ვისუვრებდი მუდამ ბედნიერი ყოფილიყავი და დღემდე არცერთი წამით ეს განცდა არ მომშორებია. ერთი წლის წინ მეც სუსტი ვიყავი და შენც , ახლა მე იქ ვარ სადაც მოხვედრა ჩემთვის აუხდენელი ოცნება იყო , შენ კი იქ ხარ სადაც ბედნიერი გახდი , უამრავი მეგობრით , ბევრი ბევრი მხიარული დღითა და ცხოვრების ახალი ხალისით. არ ვიცი , შევძელი თუ არა როგორც უფროს მეგობარს ოდესმე შენთვის რამე მესწავლებინა და რამე დამენახებინა , შეიძლება ვერც შევძელი და იცი ? არც არის საჭირო , ის წლები , რომლებიც ჩვენ გვაშორებს არაფერია იმ ცნობიერ ასაკთან შედარებით , რომელიც შენ ჩემზე ბევრად მაღლა გაყენებს. როდესაც შემიძლია დაგირეკო და ტრივიალურად მოგილოცო , ვამჯობინე სიმბოლურად აქ მეთქვა ის ,რასაც ვერ ვამბობ.ემოციების გამოხატვა არცერთს გვეხერხება , მაგრამ მინდა იცოდე რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ , შენი ყოველი გაღიმება , ყოველი წარმატება საკუთარვით მაბედნიერებს.მინდა სულ ბედნიერი იყო იმ ადამიანებთან რომელბიც გიყვარს(მეც ვგიჟდები მაგ ხალხზე)
          ჩემო არარსებულო და ყველაზე არსებულო მეგობარო , ჩვენ მუდამ მუდამ ერთად ვიქნებით და იქ სადაც დაეცემი ყოველთვის იარსებებს ხელი , რომელიც წამოგაყენებს. 
          მიყვარხარ და გილოცავ!

unreal_0

საიდან დავიწყო არ ვიცი. უბრალოდ ყველა ემოცია ერთიანად მომაწვა, დავიშალე, დავიფლითე და აღვსდექი ერთდროულად. ისეთი ძვირფასია თითოეული ასო და სიტყვა ამ ტექსტში, რომ შემიძლია ყველაფერი გავყიდო რაც მაქვს. სულიერად შევივსე. როდესაც ჩემს გარშემო ბნელოდა, სულ ცოტა ხნის წინაც კი, ერთად ერთი ხელი შენი იყო ჩემსკენ მომართული და ეს ხელი იმდენად სანდო და ნათელი მომეჩვენა, რომ ბრმად მივენდე. მივენდე და არ მინანია. ყველაფერი წამებში მოხდა. თითქოს ჩემი სულის მეორე ნაწილი ვიპოვნე და არ მინდოდა გამეშვი. არ მინდოდა, სასტიკად არ მინდოდა. არასდროს დამავიწყდება რაც გავიარეთ და რაც მოხდა ჩვენს შორის. შენ ხარ ჩემი ინსპირაცია, სიყვარული და საუკეთესოზე უფრო მეტი თუ არსებობს, ისეთი მეგობარი. ვიცი და ვგრძნობ როგორ გიხარია ჩემი ბედნიერება და ეს შენზე შეყვარებულად მაქცევს. არა იმიტომ, რომ ეს ადამიანი მე ვარ, არამედ იმიტომ, რომ შენ სხვისის გაზიარება შეგიძლია. ჩემი დაბადების დღე არ არის ღირებული და საოცარი მოვლენა, მაგრამეს ტექსტი იმდენია, ისეთი ძვირფასია, ყველა დღესასწაულს ადუმებს. ეს ტექსტია თვითონ დღესასწაული თავისი სინამდვილით. ჩვენი მეგობრობააა დღესასწაული. უსასრულოდ მიყვარხარ და ამაზე მეტადაც... ❤️
Reply