Kattss11
-დაჩი დადიანის ვინ ხარ? - გული უგრძნობდა ყველაფერი ეს დაჩის რომ უკავშირდებოდა და იმ დღეს წყევლიდა მას რომ გადაეყარა.
-არავინ.
-დაჩი დადიანის ვინ ხარ მეთქი!? - ხმას აუწია მის გვერდით მჯდომმა შენიღბულმა და იარაღი რომელიც გოგონამ აქამდე ვერ შეამჩნია თავზე მიაბჯინა, ერთი უბიძგა და გვანცა ამან მიახვედრა რამდენა სერიოზულად იყო საქმე.
-არავინ, ნაცნობის ნაცნობია.
-სახლში ყავხარ, გაკითხავს, სამსახურშიც ყავდი, შეხედე თან რითი გაულამაზებიხარ. - ყელზე გადაატარა ცივი ლულა, არტერიზე გრძნობდა შეხებას გოგო სწორედ იქ სადაც რამდენიმე საათის წინ დაჩის ტუჩები და კბილები ეხებოდნენ. -მაინც ამბობ არავინ ვარო?
-რამდენი ხანია ვუთვალთვალთვალებთ, მაგას სახლში თავისთან არავინ მიუყვანია. იცოდი ნაშებს სამეგრელოში რომ დააბრძანებს თურმე? დადიანებში.